საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ იდეას წარმოადგენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით ქართული პოლიტკური ელიტის ერთიანობა სახეზეა.
„საქართველოსათვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულების გამოხატულება. ეს ქმნის ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების წარმატებული განვითარებისათვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






