გენერალური შტაბის უფროსის შეხვედრა DEEP-ის წარმომადგენლებთან
პოლიტიკა - 15:27, 18 Nov, 2014     1028

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან. DEEP-ის სამუშაო ჯგუფს რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მასპინძლობს.

დღეს, უცხოელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტების განათლების დონის ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

ხვალ DEEP-ის სამუშაო ჯგუფი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვევა და მომავალი სასწავლო კურსების განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებს. ამჟამად, სერჟანტთა მომზადების ცენტრი ტრანსფორმაციის პროცესს გადის. მიმდინარეობს ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე, ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობა. ტრანსფორმაციის პროცესში სერჟანტთა მომზადების ცენტრს დახმარებას ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის სამუშაო ჯგუფი გაუწევს.

DEEP-ის პროგრამა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო განათლების გაუმჯობესების კუთხით, სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42