უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას მრიდან პროკურატურის მისამართით გაკეთებულ „ბოლო გაფრთხილებას“ ეხმაურება.
მისი თქმით, წესები კანონმდებლობით არის დადგენილი და ის ყველამ უნდა დაიცვას.
როგორც სესიაშვილი აცხადებს, ალსანიამ კარგად იცის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.
„არა მგონია, სახელმწიფომ ან პროკურატურამ დაუშვას, რომ ამ ძალიან რეზონანსრულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს. მოვუწოდებთ მხარეებს, რომ კანონით დადგენილი ნორმები დაიცვან. პოლიტიკოსებს კი ვთხოვ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი პოლიტიზირებით ჩვენს ქვეყანას ნუ ვავნებთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უწყება დაიცავს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და ყველაფერი სამართლიანად განხორციელდება. მე ასევე მწამს, რომ ბატონმა ალასანიამ რომელიც იყო მთავრობაში, ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ ერევა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






