,,იმედია, საქართველო ისეთივე აქტიური გახდება საერთაშორისო კონტექსტში, როგორც 2012 წლამდე იყო"
პოლიტიკა - 14:19, 18 Nov, 2014     1795

საქართველოს პრემიერმინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროპისკენ სვლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ დიპლომატ მამუკა ჟღენტს ესაუბრა. ჟღენტის განცხადებით, პრემიერმინისტრმა მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთა განცხადებები და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება:

„პრემიერმინისტრის ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები ბრიუსელში დადებითად შემიძლია შევაფასო. ის აქცენტები, რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური კურსით მიდის და გარკვეულწილად ანეიტრალებს არსებულ შეხედულებებს, რაც უკანასკნელ პერიოდში შიდაპოლიტიკურ სივრცეში გაჩნდა.

გარკვეული ქმედებები კი ევროპაში სერიოზულ შეხედულებას ტოვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საქმე აქვს შერჩევით სამართალს. სწორედ ამაზე იყო მინიშნებები ევროკომისრის განცხადებაში, პროკურატურასთან და სასამართლოსთან მიმართებით და იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს გაითვილისწინებს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კითხვა დგას ასე - ან ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარი შიდა პიარის ლობირებას, ან ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. თუ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, თუ ჩვენ გვინდა პროგრესი ევროპულ გზაზე, უნდა შევისმინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენი კოლეგები და ჩვენი პარტნიორები აკეთებენ“, - განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ირაკლი ალასანია და მისი გუნდი სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებდნენ ევროატლანტიკური კურსის ცვლილების საშიშროებასთან დაკავშირებით, მანამდე მტკიცებულებები და არგუმენტები უნდა წარმოედგინა:

„ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ექმნება ევროატლანტიკურ კურსს, სანამ განცხადება გაკეთდებოდა, საჭირო იყო დასაბუთება და არგუმენტაცია წარმოდგენილიყო. თუნდაც, ქალბატონი ფანჯიკიძის განცხადებით ვხედავთ იმას, რომ თურმე 5 პიროვნებაა დაკავებული და ამის გამო თურმე ქვეყანამ კურსი იცვალა, ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებაა. მაშინ, როდესაც იგივე ხალხი რამდენიმე კვირის წინ გვიმტკიცბდა, რომ კურსს არავითარი საფრთხე არ აქვს და ის შენიშვნები, რაც ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ იქამდე არსებულ დაკავებებზე, იმას ფაქტობრივად „აპრავებდნენ“. ეს საქმე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უნდა გამოიძიონ, მაგრამ ამის გამო იმის თქმა, რომ თურმე კურსი იცვლება, მიუღებელია.

საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით მართლაც იყო სერიოზული კითხვები და ნაწილობრივ რჩება კიდეც, მაგრამ არ იყო კავშირში ალასანიას თანაგუნდელების დაკავებასთან. ეს უფრო იყო კავშირში იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებდა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკაც არსებობდა. მე მიმაჩნია, რომ გუშინდელი ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ამ კუთხითაც ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ევროპაში იცოდნენ, რომ ნებისმიერი მთავრობა რაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში, მოსახლეობას გააჩნია საკუთარი პოზიცია და ეს არის სწრაფვა ევროატლანტიკური კურსისკენ და არ სურს პოზიციის და კურსის შეცვლა“, - აღნიშნავს დიპლომატი.

ჟღენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ საქართველო თვისობრივად ახალ პოლიტიკაზე გადავიდა და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ისეთივე აქტუალობით დაბრუნდება საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როგორც 2012 წლამდე იყო:

„საკმაოდ არაეფექტურად მოქმედებდა საქარათველოს ხელისუფლება, იმ გუნდს, რომელსაც საგარეო პოლიტიკური მიმართულება ებარა, საკმაოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის, მაგრამ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო თვისობრივად ახალ პოლიტიკაზე გადადის, ნახსენები იყო აგრესიული პოლიტიკა, ამ აგრესიაში არ იგულისხმება ტანკები და იარაღის ჟღარუნი, მაგრამ იგულისხმება უფრო აქტიური პოლიტიკა. მაგრამ პრემიერმინისტრის გუშინდელმა განცხადებამ, სადაც მან შედარება მოიყვანა უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ, მაგრამ პირველად მოხდა ასეთი შედარება, მე მაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი მქონდეს, საქართველოს პოლიტიკა უფრო ეფექტური და აქტიური იქნება. იმედია საქართველო ისეთივე აქტიური გახდება საერთაშორისო და გეოპოლიტიკის კონტექსტში, როგორც 2012 წლამდე იყო“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მამუკა ჟღენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42