"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურისგან ბაქოს ინციდენტის გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 14:07, 18 Nov, 2014     1460

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დანაშაულში მხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს-ამ შინაარსის წერილი გადაუგზავნა „ნაციონალურ მოძრაობას“ იუსტიციის სამინისტრომ.

წერილი წარმოადგენს პასუხს ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც ცილისწამებას შეეხება, პარლამენტის დეპუტატები საქართველოს ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან .

ცნობისთვის, 19 ივნისს,საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ".

საქართველოს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი "აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს".

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით პროკურატურის მიერ გამოგზავნილი წერილი არ შეესაბამება მომჩივანების მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის წერილით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია:

„ეს ინფორმაცია არის ტყუილი. არცერთ აზერბაიჯანულ უწყებას არ გაუვრცელებია ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციის გავრცელება მოხდა საქართველოში და შესაბამისად, პროკურატურას აქვს სრული უფლება გამოძიება ჩაატაროს და დაამტკიცოს რეალურად რა მოხდა. და მეორე - ეს პასუხი ძალიან ნათლად ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ მეთოდად კვლავ რჩება მხოლოდ ტალახის სროლა, ზიზღის გაღვივება და შემდეგ თავსაც არ იწუხებენ იმისთვის, რომ ეს ტალახი რეალურად მოგწმინდონ“- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს პროკურატურა უარს ამბობს ამ საქმის გამოძიებაზე და აპელირებს ტყუილზე, თითქოს ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის სამართალდამცავმა სტრუქტურამ

"ასეთი რამ არ მომხდარა. პირიქით, აზერბაიჯანის შსს-მ დაადასტურა, რომ არანაირ დაკავებას, მილიონებს და ელექტროშოკებს ადგილი არ ჰქონია"-აცხადებს ჯაფარიძე.

ოქტომბრის თვეში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაციონალური მოძრაობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეთიკის ქარტიის სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ სააგენტომ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რაც გულისხმობს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42