სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გასაზრდელად პროექტები მუშავდება
პოლიტიკა - 13:46, 18 Nov, 2014     1268

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის “GET საქართველო” ხელმძღვანელს შტეფან ფონ კრამონ-ტრაუბადელის შეხვდა.

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი “GET საქართველო ”გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პროექტია, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა. პროექტის მიზანია საქართველოში ეკონომიკურ-პოლიტიკური რეფორმების პროცესისა და ეკონომიკის სისტემური პირობების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე “GET საქართველო” ხელმძღვანელმა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი“ პრეზენტაცია გამართა.

“საქართველოს სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიღარიბის დაძლევაში. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას”, - განაცხადა შეხვედრაზე გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის “GET საქართველო” ხელმძღვანელმა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს ქართული სასოფლო-სამეურნეო პორდუქციისათვის ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთნხმების გაფორმების შემდეგ ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, რათა ქართული პროდუქციის ხარისხი სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებით დადგენილ თანამედროვე ევროპულ სტანდარტს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას“, - განაცხადა შეხევდრაზე ოთარ დანელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42