საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ ჯაფარიძეს პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტებს ჩაცმის სტილის გამო აკრიტიკებს.
აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესებში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ქუდის მოხდის ვალდებულება დადგენილების წესით უნდა შენარჩუნდეს, რადგან მოდის თაობა, რომელმაც არ იცის, სად, როგორ გამოწყობილი მოვიდეს.
"მოდის ისეთი თაობა და ისეთი პერიოდი, რომ... ამას წინათ აქ შემოვიდა ვიღაც და უკაცრავად "ტერნიაჟით" იჯდა. შეიძლება კომიტეტის სხდომაზე კორესპონდენტი მაიკით შემოვიდეს? ეს არ შეიძლება. ამას უნდა თავისი კანონი და წესი. ყველაფრის თავის ჭკუაზე მიშვება შეიძლება?! – არ შეიძლება", - განაცხადა ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






