დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ემზარ კვიციანისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის საკითხს ეხმაურება. „ალიასთან“ ინტერვიუში ჯაჭვლიანი „ქართული ოცნების“ შეცდომებზეც საუბრობს:
„როცა კვიციანის განაჩენი გავიგე, ადამიანი ხარ და ბუნებრივია, გიჩნდება კითხვა, ვანო მერაბიშვილს - 4 წელი, ახალაიას - 7 წელი და ემზარ კვიციანს - 12 წელი?! იმ ვირთხა სააკაშვილმა ერთ ადგილზე დაიკიდა საქართველო, ძებნილია და დაკითხვაზე არ გამოცხადდა, რომ პასუხი გაეცა კითხვებზე. ოქრუაშვილი არაერთხელ დაიბარეს და არ მოვიდა, „დაგულაობს“ სადაც უნდა იქ, რატომ არ მოიყვანეს ეს ოქრუაშვილი დაკითხვაზე, რატომ ხდება ეს? ოქრუაშვილი კანონზე მაღლა დგას? სააკაშვილმა, რომელმაც კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან სააკაშვილი რუსეთის აგენტია. კოდორში ჯარი სააკაშვილის ბრძანებით შევიდა, რომლის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან დაარღვია 1994 წლის ხელშეკრულება. ამაზე დიდი ფაქტი რა უნდა იყოს, ამიტომ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ეს კაცი დღეს აფხაზეთის ანექსიაზე ლაპარაკობს.
ახლა კი „ქართული ოცნების“ დიდ შეცდომებზე მინდა ვილაპარაკო. ჩვენი ყელაზე დიდი შეცდომაა ის, რომ ვირთხა სააკაშვილის გუნდი რომ მოვიდა პარლამენტში, ისინი ცემა-ტყეპით უნდა გაგვეყარა. მეორე შეცდომა ის იყო, რომ დამნაშავე და ეჭვმიტანილი გიორგი ბარამიძე აირჩიეს სპიკერად და მესამე, 26 ათასი ფაილი, რომელიც გაანადგურეს და არ აჩვენეს საზოგადოებას, სადაც მათი უზნეობა და აღვიახსნილობები იყო, ეს უნდა ენახა ხალხს, საზოგადოებას და მაშინ მიხვდებოდა ყველა, რა ნაძირალებთან გვქონდა საქმე. გასამართლდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და 15 ნოემბერს ეს ვირთხები ვერ იბლატავებდნენ. მაგათი ბლატავი სასაცილოა“, - აცხადებს „ალიასთან“ საუბრისას სოსო ჯაჭვლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






