სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურმა დარღვევები „დელტაშიც“ აღმოაჩინა. თუმცა, მისი განმარტებით, ეს დარღვევები ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება.
"რაც შეეხება უშუალოდ "დელტას", იქ ფიქსირდება დარღვევები, თუმცა ეს არ შეეხება 2013 წლის პერიოდს. როგორც იცით, "დელტა" 2013 წლის დასაწყისში ეკონონიკის სამინისტროს გადაეცა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ხოლო საბურავების შესყიდვის საქმეზე თავდაცვის სამინისტროში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას თორდია არ ფლობს. მისი თქმით, ეს შესყიდვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი არ ყოფილა.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ. შესაძლებელია წელს ავტონაწილებთან დაკავშირებული შესყიდვა განხორციელდა, თუმცა ჩვენ ეს საკითხი არ შეგვისწავლია", - აღნიშნა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






