„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასნაია გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ერთ საათზე მეტია მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს ხვდება.
როგორც ალასნაიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი გუნდი კვლავ ერთად ბრძოლას აგრძელებს. მისივე განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას არ გეგმავენ და პარტიის გაძლიერებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
„ჩვენ წინა რეჟიმის შესაცვლელად აქტიურად ვიყავით ჩართულები ყველა პროცესში და ეს ხალხმა კარგად დაინახა. ამჟამად მოსახლეობის წინაშე არსებული რეალობა ასეთია, ერთ მხარეს დღევანდელი მთავრობა, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთანაც საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება. და შუაშია მოლოდინი, რას იზავენ „თავისუფალი დემოკრატები“, ჩვენ სწორედ ეს მოლოდინი უნდა გავამართლოთ და იმედგაცრუებულ მოსახლეობას ნდობა უნდა აღვუდგინოთ",- აღნიშნა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






