მათემატიკის გაკვეთილი დავით ნარმანიას "ნაციონალებისგან"
პოლიტიკა - 11:39, 18 Nov, 2014     2179

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის მიერ კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით ნარმანია თბილისის მოსახლეობას „ურცხვად ატყუებს“.

,,დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და, 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება ჯამურად მცირდება 6 904 500 ლარით და აქედან გამომდინარე, თითოეული ოჯახი (გარდა 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა) ნაცვლად 100 ლარისა (თვეში 20 ლარი), მიიღებს 50 ლარს (თვეში 10 ლარი). ამის დასტურია თბილისის ბიუჯეტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კომუნალური ვაუჩერი 50 ლარის ოდენობით დაურიგდება 384 126 ოჯახს და შესაბამისად, ჯამურად ამ მიზნით (ანუ გარდა 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველებისა) ბიუჯეტში გაწერილია 19 206 300 ლარი. ახლა მორიგი მათემატიკის გაკვეთილი დავით ნარმანიასთვის: სამი თვის განმავლობაში ჩარიცხული 20 ლარი ჯამში 60 ლარია (20 * 3 = 60); 60 მეტია 50-ზე (60>50); შესაბამისად, დასკვნაც ნათელია, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა დავით ნარმანია მართლაც ურცხვად ატყუებს მოსახლეობას და ის თეორიულადაც ვერ შეძლებს ბიუჯეტში ცვლილების გარეშე 60 ლარის (წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 20-20 ლარი) დარიგებას, როდესაც ბიუჯეტში სულ 50 ლარია გათვალისწინებული", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42