„პროკურატურა მკაცრად უნდა მიჰყვეს სამართალზე დაფუძნებულ პროცესს და მტკიცებულებები პროფესიონალურად მოამზადოს“, - ამის შესახებ კომენტარი ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფრენციაზე გააკეთა:
„სისხლის სამართლის გამოძიებები და სამართლებრივი დევნა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. უნდა იცავდეს მკაცრად სათანადო პრინციპებს იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.
პროკურატურა მკაცრად უნდა მიჰყვეს სამართალზე დაფუძნებულ პროცესს და მტკიცებულებები პროფესიონალურად მოამზადოს.
პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ, მიმდინარე გამოძიებებსა და სასამართლო პროცესებზე კომენტარისგან. აღმასრულებლებმა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.
მივესალმებით ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის მიღებას და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმას, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც მოიცავს. ასევე, მივესალმებით ადამიანის უფლებათა საბჭოს ჩამოყალიბებას", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






