ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ამის შესახებ კომენტარი მოგერინიმ, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
"მოვუწოდებთ საქართველოს, რომ განაგრძოს შემდგომი რეფორმები ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობების დაცვისთვის. ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები. მათ შორის დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი საერთო შეშფოთების საგანი არის ხელშეკრულება რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, რომელიც ფორმდება. აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის და ნამდვილად არ შეაქვს წვლილი რეგიონში დე-ესკალაციის თვალსაზრისით.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






