ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 09:56, 18 Nov, 2014     1376

ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ პოლიტიკური დიალოგი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი ინსტიტუციური ჩარჩო ჩამოვაყალიბეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ იდეას და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს წარმოადგენს და ის შეუქცევადია.

„ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა. ამ მიზნის მისაღწევად კი ჩვენ განვიხილავთ ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც ევროპული, სტაბილური და ქმედითი პლურალისტური დემოკრატიის საფუძველს, რომლის თანმხლებია კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონისა და ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული არსებითი წინსვლის გარდა, სახეზეა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის მზარდი საჭიროება, რაც ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას ემსახურება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, მტკიცედ იყოს დაცული სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ძირეული პრინციპები და თითოეული ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს და წარმართოს თავისი საგარეო პოლიტიკა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში.

ფედერიკა მოგერინიმ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით პროგრესი უწოდა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე მოიწონა ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„ასევე განვიხილეთ დე-ფაქტო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დაწესებული შეზღუდვები. ორმხრივი შეშფოთების საგანია ის შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის განიხილება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ შეუწყობს ხელს რეგიონში ვითარების დეესკალაციას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავაც პროაქტიურად დასვამს ამ საკითხს რუსეთის წინაშე“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42