რუსეთი აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ- ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 20:03, 17 Nov, 2014     1700

საქართველოს პრემიერ მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებები განიხილა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

"ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ღონისძიებები, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ბოლო წინადადება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, აფხაზეთთან, ხელი მოაწეროს ე.წ. ხელშეკრულებას ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ. ამ კუთხით, მინდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება და წუხილი იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთის მხარე ოკუპირებულ რეგიონებში აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, რითაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონის და, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის, დე-ფაქტო ანექსიას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოს 2008 წლის ომის გაგრძელებაა,

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენ მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს გამოვიარეთ და, ვფიქრობ, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენი 2008 წლის ომის გაგრძელებაა. მაგრამ, ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, ვდგავართ სწორ გზაზე და მასზე სვლას გავაგრძელებთ,” - თქვა პრემიერმა.

„მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დიდ მადლიერებას ალიანსის მდგრადი და მუდმივი მხარდაჭერის გამო, საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან, ნატოს გენერალურ მდივანთან“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42