ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ
პოლიტიკა - 19:02, 17 Nov, 2014     952

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. დეპუტატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციას მომხსენებელ ანდრეი მამიკინის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ინტერფრაქციული კომპრომისის შედეგად, ცვლილებები შევიდა.

რეზოლუციის ტექსტს აღნიშნული ცვლილებებით კომიტეტზე კენჭს უყრიან.

"ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში; ხაზს უსვამს, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ არის საბოლოო მიზანი და მისი სრული იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, ყველა სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის იმ პირობით, რომ დემოკრატიის პრინციპების ერთგულია, პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას;

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და მოუწოდებს მისი სრული კონტროლისა და იმპლემენტაციისკენ, ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის სულისკვეთებით. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უხელმძღვანელოს საინფორმაციო კამპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით;

ევროპარლამენტი მიესალმება სამუშაოს, რომელიც საქართველომ გასწია სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების განხორციელებაში; მიესალმება სავიზო მოლაპარაკებებს, მხარს უჭერს თავისუფალ სავიზო რეჟიმს საქართველოსთვის, როგორც ხელშესახებ დადებით მოვლენას საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებელის მისაღებად;

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს. ასევე მისცეს საშუალება მედიას, გააშუქოს დამოუკიდებლად, ობიექტურად პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე;

ევროპარლამენტიპოზიტიურად მოიხსენიებს ახალი სამუშაო კოდექსის მიღებას და ხაზს უსვამს მისი იმპლემენტაციისა და სამუშაო სტანდარტებისა და სოციალური დიალოგის გაუმჯობესების საჭიროებას, რათა განახორციელოს ის სტანდარტები, რასაც შრომის საერთაშოისო ორგანიზაცია ითვალისწინებს;

ევროპარლამენტს სჯერა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორივე მხარის მიერ დაცული, განსაკუთრებით ის ჩასწორება, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა უნდა მისცეს გარანტია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფალი და შეუზღუდავ მიმოსვლასთან დაკავშირებით;

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის შეშფოთებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ასოცირების პროცესთან დაკავშირებით ადეკვატურად უნდა იყოს ახსნილი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები",- წერია რეზოლუციის ტექსტში.


http://www.tabula.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42