თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს უმრავლესობას მოსწონს, უმცირესობას კი არა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული შენიშვნები აქვს. მაგალითად ზამთარში, თბილისელებზე გადასანაწილებელი კომუნალური ვაუჩერი. ოპოზიციის მტკიცებით თანხა განახევრებულია.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწესებული ვაუჩერი, რომელსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში იღებდა და ზამთრის განმავლობაში 100 ლარს შეადგენდა, განახევრებულია და 50 ლარს შეადგენს; შესაბამისად ოჯახს თვეში 20 ლარის ნაცვლად 10 ლარის შეღავათი ექნება. საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტის მომავალი წლის პროექტს მხარს არ დაუჭერს. პროექტი არაადეკვატურია და თბილისის განვითარებას ვერ პასუხობს. როგორც ჩანს, დედაქალაქის მერი თბილისელების მოთხოვნებს ვერ აღიქვამს", - აცხადებს შოშიაშვილი.
მისივე თქმით, 70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისათვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდის საფარქვეშ, დავით ნარმანია უარს ამბობს იზრუნოს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. ასეთი თბილისში, თამაზ შოშიაშვილის თქმით, 56 000 ოჯახზე მეტია.
მასალის გამოყენების პირობები






