"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და აცხადებს, რომ ეს ივანიშვილის და მისი მარიონეტების მიერ დადგმული ფარსია. ამ საკითხზე კომენტარი უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.
„მთელი ეს ორი წელი, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს არის ტყუილის ორი წელი,რომელიც კულტივირებდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით, თავისი მარიონეტების მეშეობით. რაც შეეხება ნდობის ჯგუფს, ეს პროცესი, კარგად ჩანს, რომ არის ფარსი და პარლამენტის წევრებმა, მათ შორის უმრავლესობის წევრებმა, გაცილებით ნაკლები იციან, ვიდრე რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რაც დადასტურდა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. მთელი ეს პროცესი მართულია პირველი მოქალაქის და იმ მარიონეტების მიერ, რომლებსაც სათავეში უდგას ირაკლი ღარიბაშვილი,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






