გადაცემა ”იმედის კვირის” წამყვანი ინგა გრიგოლია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, სადაც მიხეილ სააკაშვილი გრიგოლიას „მუმიფიცირებულ“ ჟურნალისტად მოიხსენიებს.
"მუმია ვარ მეეე???? ისე, ეს კადრები ,,რუსთავის ,, არ იყო....საერთო სიგნალი მოდიოდა)))))) ხოდა მუმიფიცირებულები კარგად ვიყოთ და რომელი ჟურნალისტი გამაზავდა ამ მაგარ კულუარულ კადრებს?????", - წერს ინგა გრიგოლია
გადაცემა „იმედის კვირაში“ გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია 15 ნოემბერის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვის „კულუარებიდან მიღებული კადრები“.
მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2”-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბერის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ. ან უბრალოდ ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის წინა თვეებს მაგონებს. ისე კი, ვისაც მართლა აინტერესებს გუშინდელ კიევის აქციას ესწრებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომის გმირები. სამოქალაქო სექტორის ლიდერები, დეპუტატები და ევროვიზიის გამარჯვებული - რუსლანა, ასევე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები.
ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ სოლიდარობისთვის და ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად სწორად დაგვირგვინდება!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






