სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა, საკუთარი ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყვნებულ წერილში ნორა კვიციანს მიმართავს:
„ვწუხვარ ჩემო ნორა არც კი ვიცი რა გითხრა.
ის, 2012 წლის ნოემბერი მახსოვს, როდესაც ქალთა მე-5 საპყრობილედან გამოგაცილე ნანატრი თავისუფლების ჩასასუნთქად და გამხნევებდი არ იტირო, როდესაც გარეთ გავალთ, ისევე ვაჟკაცურად დადექი, როგორ ვაჟკაცურადაც ძმის მაგივრად სასჯელს იხდიდი თქო...
-არა ლალი, აწი რა მომკლავს და რა ამატირებს, ისევ ლაგდება ქვეყანა და წარსულს აღარ მივეცემიო-შენ მითხარი, და მერე დააყოლე
-დილის 4 საათზე ვლოცულობდი ყოველ დღე, ასე გავაგრძელებ და მთასა და ბარში აუცილებლად დაისადგურებს სიმშვიდეო!
ეს იყო სასჯელაღსრულებაში ჩემი წარდგენის დღე, იმ დღეს შენ მართლა არ გიტირია, სამაგიეროდ ვტიროდი მე...მე არ ვარ შენნაირი ძლიერი და ამ სიტუაციაშიც არ ვიცი რას ვიზამდი...
უსამართლობა - ყველაზე დიდი ტკივილია...სულის ტკივილი, თორემ აბა ფიზიკური რას მიქვია?
ჩემო სვანებო, ჩემო ჩაგრულო საყვარელო ამაყო და ძლიერო ადამიანებო
ჩვენ გვაპატიეთ....ეს ჩვენი ბრალია...
კომფორმიზმმა გადაგვიყოლა, კუჭი ამოიყორა, თბილმა სკამმა ჩაგვიხუტა, შავმა ჯიპებმა გაგვაზულუქა, პრემიები ტკბილია...
კოჰაბიტაცია შედგა...“
შეგახსენებთ, ემზარ კვიციანს სასამართლომ 12 წლით თავისუფელბის აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






