დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროებში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმებას და აღმოჩენილი დარღვევების საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, დევნილთა სამინისტროში აუდიტის სამსახურმა მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და შემოწმება ამ დრომდე გრძელდება.
„მივედი თუ არა მაშინვე გავაგზავნე წერილი და შემოსვლა ვთხოვე. ყველა პირობა შევუქმენი სამუშაოდ. უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უწყება, სადაც არ იქნება დარღვევები, უბრლოდ გააჩნია დარღვევის ტიპს. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი რა ტიპის დარღვევებზეა ჩვენს სამინისტროში საუბარი, რადგან აუდიტის სამსახურს ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, მისი უწყება ძალიან დიდი ხანია, არ შემოწმებულა, რაც არანორმალურია.
"შემოწმები უნდა ხდებოდეს მუდმივად, პერმანენტულად, რათა არ დავუშვათ შეცდომები და არ იქნეს ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






