შინაგან საქმეთა სამინისტროს დარღვევებზე უწყების მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია ინფორმაციას არ აქვს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში იზორიამ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსში შიდა აუდიტი ნახევარი წელია მუშაობს, ხოლო აუდიტის სამსახური ყოველ წელს მუშაობს და რა დარღვევებზე მიუთითებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ამის შესახებ არაფერი იცის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა უწყებებშიც მუშაობს. თორდიას მიერ დასახელებულ სამინისტროებში კი შს სამინისტროც აღმოჩნდა.
"უფრო მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შს სამინისტრო. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ", - განაცხადა თორდიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






