ფეხბურთელს, აგენტი რომც ჰყავდეს, კლუბთან მოლაპარაკების სრული უფლება აქვს აგენტის გარეშეც
სპორტი - 23:04, 09 Jan, 2013     1043

- ეს საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’’ პასუხია საფეხბურთო სააგენტო "Players Agents"-ის მიერ წამოყენებულ ბრალდებაზე, რომელიც ფეხბურთელ ლაშა შინდაგორიძესა და საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’’ შორის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენლებს გაუჩნდათ.

 

რა არის ფეხბურთელის მხრიდან სააგენტოსთან ურთიერთობის გაწყვეტის მოტივი, რატომ დაკარგა ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენლების გამო სამი წელი და რას პასუხობს საფეხბურთო კლუბი ,,დინამო’’ საფეხბურთო სააგენტოს წარმომადგენლებს.

 

გასული წლის დეკემბერში საფერხბურთო კლუბ ,,დინამოსა’’ და ფეხბურთელ ლაშა შინდაგორიძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საფეხბურთო სააგენტო "Players Agents"-ისა  და საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’’ შორის დავის საგნად იქცა.

სააგენტოს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება წესების დარღვევით შედგა, ხოლო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ,,დინამოს’’ მმართველი დირექტორი გიორგი ტყავაძე.

ამასთან დაკავშირებით, დღეს საფეხბურთო სააგენტო "Players Agents"-ის  წარმომადგენლებმა სასტუმრო ,,რედისონში’’ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

საფეხბურთო სააგენტო "Players Agents"-ი დინამოს ფიფას რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს, სააგენტოს წარმომადგენლებმა დოკუმანეტაცია წარმოადგინეს, რომელითაც ისინი ცდილობენ დაადასუტრონ, რომ ლაშა შინდაგორიძეს მათთან კონტრაქტი აკავშირებს,

,,საერთოდ არ ვიცოდით ისე აღმოჩნდა დინამოში და ისე მოურიგდა ყველანაირ პირობაზე, რომ საქმის კურსშიც არ ჩაუყენებივართ, პრობლემა სწორედ აქედან დაიწყო. ჩვენ სრული უფლება გვქონდა, რომ გვცოდნოდა, რას აპირებდა და ჩვენ არც გვიფიქრია ხელის შეშლაზე’’-აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი ბესო აბაშიძე.

 

სრულად საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად ფეხნურთელი. ლაშა შინდაგორიძე ამბობს, რომ ის შეცდომაში იქნა შეყვანილი, რის შემდეგაც კონტრაქტი უკვე საკუთარი სურვილით საფეხბურთო კლუბ ,,დინამოსთან’’ გააფორმა, ფეხბურთელის თქმით, მას ქონდა რამდენიმე მცდელობა სააგენტოს წარმომადგენლებთან ტელეფონზე ესაუბრა, თუმცა ისინი სატელეფონი ზარებს არ პასუხობდნენ, შინდაგორიძე დარწმუნებულია, რომ ისინი საქმის კურსშიც რომ ყოფილიყვნენ, კონტრაქტს დინამოსთანაც ჩაშლიდნენ,

,,ამ ხალხთან ურთიერთობამ სამი წელი დამაკარგინა, სწორედ მაგიტომ არ მინდა მათთან ურთიერთობა. ისინი რომ ყოფილიყვნენ, დინამოსთან კონტრაქტსაც ჩამიშლიდნენ. ბოლო პერიოდში ჩემს სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობდნენ. მე მათთან კონტრაქტის ვადა გამივიდა ზაფხულში და ახალი კონტრაქტი, რომლის შესახებაც არ ვიცოდი, და რომელიც დინამოსთან ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე დღეში გადმომიგზავნეს, ინგლისურად მაქვს ხელი მოწერილი, მე მათთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა, ყველანაირად ვენდობოდი და მივყვებოდი და აღმოჩნდა ისე, რომ ინგლისურად სხვა რამეზე მომაწერინეს ხელი და რეალურად კონტრაქტი აღმოჩნდა’’-აცხადებს ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე.

 

,,დინამოს’’ მმართველი დირექტორი გიორგი ტყავაძე აცხადებს, რომ კლუბი ფიფასა და უეფას სატრანსფერო პოლიტიკის დაცვით მოქმედებდა და სააგენტოსთან დავას არ აპირებს,

,,ნებსიმიერ ფეხბურთელს, რომც ჰყავდეს აგენტი, სრული უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან აგენტის გარეშე. ამ სააგენტოს წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩვენ არ დაგველოდონ და დღესვე შეეძლოთ დრო არ დაეკარგათ და შეეტანათ სარჩელი იქ, სადაც უნდათ’’

სავარაუდოდ უკვე ორშაბათს, "Players Agents"-ისწარმომადგენლები ფეხბურთის ფედერაციის სადაო საკითხების არბიტრაჟს მიმართავს. სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ მათ საკუთარი ინეტერსების დაცვა უეფასა და ჟენევის სპოტულ არბიტრაჟშიც მოუწევთ.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას, სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენლებმა, საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’’ მიმართ ბრალდებების წაყენებამდე,  თავად ფეხბურთელის წინააღმდეგ ბეჭდური მედიის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის მოსაზრებები გამოთქვეს, რომელსაც ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ პასუხი გასცა და მას ცილისწამება უწოდა.

მას შემდეგ, რაც ,,დინამოში’’ დავიწყე ვარჯიში, კლუბში Players Agents-ისგან მოვიდა წერილი, რომელიც ჩემი და სააგენტოს ურთიერთობის შესახებ იუწყებოდა. დოკუმენტი ინგლისურენოვანი იყო, მე მათ ვენდობოდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელიც პიროვნულ ღირსებებზე მელაპარაკებოდა, მოგვიანებით მოტყუებით გამაფორმებინებდა ახალ კონტრაქტს.

ასეთი იყო ჩემი და სააგენტო Players Agents-ის სამწლიანი ურთიერთობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხალხს ვენდე და სამი წელი დავკარგე. ამ ხნის მანძილზე ისეთი პერიოდებიც იყო, როცა საერთოდ უიმედოდ ვიყავი.

ახლა ,,დინამომ’’ მომცა შანსი, სპორტული ფორმა აღვიდგინო და ყველაფერი გავაკეთო ფეხბურთის სათამაშოდ’’, - განაცხადა ლაშა შინდაგორიძემ.

სააგენტოს წარმომადგენელთა ბრალდებაზევე გააკეთეს კომენტარი საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’’ ხელმძღვანელობამ,

თუ პრეტენზიები აქვთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანონ და პასუხს აუცილებლად გავცემთ.

მიმაჩნია, რომ აგენტი კონტრაქტის ჩაშლას არ უნდა ცდილობდეს. ასევე მოხდა გიორგი არაბიძის შემთხვევაშიც, ხელშეკრულება შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში ისევ აბაშიძე ჩაერთო, შეთანხმება ჩაიშალა და ამ პერსპექტიულ ბიჭს დრო გაუცდა.

ჩვენის მხრივ კი ვიტყვი, რომ კლუბის კანონიერ ინტერესებს ყოველთვის დავიცავ’’, - ეს თბილისის ,,დინამოს’’ იურისტს, ლევან ზუხბაიას პოზიციაა, რომელიც მან ,,ლელოსთან’’ გასულ კვირას დააფიქსირა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42