საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დონდუა, გიგიაძე და თოთლაძე დაინიშნენ
პოლიტიკა - 10:49, 17 Nov, 2014     881

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგოლეებად დავით დონდუა, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე დაინიშნენ. როგრც ცნობილია მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის პირველი მოადგილის პოსტი დავით დონდუამ დაიკავა.

დავით დონდუა 2012 წლიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. მას აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი სტაჟი. დავით დონდუას გააჩნია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეულ დეპარტამენტებს. 1998–2000 წლებში გახლდათ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

2000 – 2005 წლებში იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე 2000 წლიდან მუშაობს. მას აქვს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. წლების განმალობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ დეპარტამენტში. 2010-2012 წწ ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.

მინისტრის მოადგილეების თანამდებობზე ასევე რჩებიან დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42