ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება, აღნიშნულ ვიზიტზე კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აკეთებს:
„ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გამოყენებას, დამატებითი დახმარებისა და ახალი რესურსების მიღებას. რა თქმა უნდა სავიზო დიალოგის შედეგებზე, იმ პროგრესზე, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია და იმედი გვაქვს, რომ მივიღერბთ პოზიტიურ სიგნალებს შემდგომი ეტაპისთვის. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საქართველოს ხელისუფლების გეგმები“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ბრუსელში დღეს საქართელო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები






