პარლამენტის ნდობის ჯგუფი მიმდინარე კვირიდან თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლას დაიწყებს.
უწყებამ მასალები საკანონმდებლო ორგანოს წინა კვირას გადაუგზავნა. დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს ბოლო სამი წლის საქმიანობის გარკვეულ პერიოდებს მოიცავს.
აუდიტის სამსახურმა 2011, 2012 და 2013 წლის პირველი ნახევრის შესწავლა ირაკლი ალასანიას მოთხოვნით დაიწყო.
დეპუტატების თქმით, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან სხვა სამინისტროების საქმიანობის შესახებ არსებული დოკუმენტაციაც გამოითხოვეს.
„აუდიტის სამსახურიდან ჩვენ მოვითხოვეთ სხვა უწყებების შემოწმების მასალებიც. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა. ძალიან კარგია, თუ აუდიტმა ეს მასალები დადო. მუშაობა უკვე დაწყებულია, შესაბამისად მომავალი კვირიდან უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ეს საკითხი", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






