თქვენი ხმა აქაც ისმის! თქვენი ხმა ყველა ციხის კედელს და მავრთულხლართს გაარღვევს! - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 18:47, 16 Nov, 2014     1995
,,მოგესალმებით მატროსოვის საპყრობილედან მეგობრებო!

სანამ საქართველოში ამდენი ადამიანი იარსებებს, ვინც ხმას აიმაღლებს და თავის სათქმელის გამოსახატად ქუჩაში გამოვა, მანამდე, ქვეყანას ვერავინ დააჩოქებს.

დღეს თქვენ, აქ, რუსთაველზე მოხვედით არა მხოლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ფაქტობრივი ანექსიის გასაპროტესტებლად, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ კარგად ხედავთ და გრძნობთ - საქართველო გასაჭირშია, საქართველო დაბნეულია, ქვეყანათავის თავს კარგადვს. თქვენ აქ მოხვედით, რადგან გრძნობთ, რომ ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა, ყოველდღიურად ილახება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, გეგმაზომიერად წავეჩხუბეთ ჩვენს ყველა მოკავშირეს და გულისამრევად ველაქუცებით მტერს!

აქ, გამოსავალი ერთია! მეგობრებო, მთავრობა, რომელიც წარსულით საზრდოობს, წარსულით ცხოვრობს, წარსულს ებრძვის და მხოლოდ წარსული ელანდება, მას მომავალი არ აქვს! ამიტომ, ის თვითონ უნდა იქცეს წარსულად, რაც შეიძლება მალე!

ამასთანავე, ჩვენ დავინახეთ, თუ რაოდენ უნაყოფო და დამანგრეველია, როცა ქვეყანა შურისძიებით იმართება და საჯაროდ უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო, არასდროს ივლის შურისძიების გზით. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას, სწორედ ასე შევძლებთ, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თითოეული თქვენგანისთვის მომავლის რწმენის დაბრუნებას.

მთავრობა ყრუა, მაგრამ ის ვერ ჩაახშობს თქვენს ხმას! მთავრობა ბრმაა, მაგრამ ის ვერ გაბედავს თქვენს არ დანახვას!

15 ნოემბერი, დიდი შემობრუნების, მაგრამ დიდი გზის ჯერ კიდევ, დასაწყისია.

გადამწყვეტი ბრძოლა ერთიანი საქართველოსთვის, ჯერ კიდევ წინ გვაქვს!

თქვენი ხმა აქაც ისმის - მატროსოვზე, მეგობრებო! თქვენი ხმა ყველა ციხის კედელს და მავრთულხლართს გაარღვევს!!!

წინ გამარჯვებისკენ!

არა ანექსიას!“, - ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42