მისი თქმით, აფხაზეთის აღიარების პროცესზე მსოფლიოს ერთ-ერთ რეგიონში აქტიურად მუშაობს, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სუვერენულ ქვეყანად აღიარებას აპირებს. როგორც ხაჯიმბამ განაცხადა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდება და ის აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
“დარწმუნებულები ვართ, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება. დღეისათვის რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ რეგიონში. იმ ურთიერთობების გათვალისწინებით რომელიც ჩვენ საქართველოსთან და მის მეგობრებთან გვიყალიბდება, ჩვენ ეს საკითხი მუდმივად უნდა გავახმოვანოთ, რომ მივიღოთ ის რეალური შედეგი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რაც შეეხება ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შეთანხმების გამოქვეყნებას, ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა იცოდეს, რის გაკეთებას ვაპირებთ. ეს არის დოკუმენტი რომელიც ჩვენი ხალხის ბედთანაა დაკავშირებული. ჩვენ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ამას არანაირი შედეგები არ მოჰყვება. ის სჭირდება აფხაზეთს, ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მასში არ არის საუბარი ჩვენი სუვერენიტეტის მინიმალიზაციაზე და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთავის. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე“, - განაცხადა ოკუპირებული რეჟიმის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






