როგორც ცნობილია, აფხაზეთში ხაჯიმბას მომხრეთა შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნაა დაწყებული, რომელშიც ძირითადად სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებული პირების და 15-16 წლის ახალგაზრდების გაწევრიანება ხდება. 15-16 წლის მოზარდი, რომელიც აქ გაწევრიანდება, უფლება აქვს იარაღის შეძენა-ტარების. როგორც აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს, ეს არის წახალისება ახალგაზრდების, რომლებსაც სეპარატისტული ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. იარაღის ტარების ნებართვის გარდა, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ნარკოტიკები, რომელიც აფხაზეთში შეედინება და მათი კონტროლი, ფაქტობრივად არ ხორციელდება. ინფორმაციის თანახმად, დეფაქტო ხელისუფელბის მიზანს წარმოადგენს, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩათრევა პრორუსულ პოლიტიკაში. ხაჯიმბას ხელისუფლება ცდილობს ყველა მეთოდი გამოიყენოს, რათა აფხაზი ახალგაზრდები არ მოექცნენ ქართული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.
მასალის გამოყენების პირობები






