ოფოციალური ინფორმაციით, ისინი ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ სამართალდამცავებმა მათი დაკავება შესძლეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი აფხაზეთის საბაჟოს თანამშრომელი აღმოჩნდა. თავდასხმის მოტივი არ ხმაურდება. თავად ბესლან ბუთბას ტვინის შერყევა აქვს.
ბესლან ბუთბას 2 პიროვნებამ გზა გადაუკეტა, ცნობილია, რომ გვერდით მყოფ მეორე მანქანაში 4 პიროვნება ელოდებოდა, რომლებსაც მისი გატაცება ჰქონდათ დაგეგმილი. რას უკავშირდება ბუთბაზე თავდასხმა და რა დეტალებს მალავენ აფხაზი სეპარატისტები.
,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ბუთბას ცემა ფინანსურ და შიდაპოლიტიკურ უკმაყოფილებას უკავშირდება, კერძოდ საქმე ეხება საბაჟო შემოსავლებს, რომელიც მთლიანად ბუთბას და ამჟამინდელი დეფაქტო პრეზიდენტი მიერ კონტროლდება. წლების განმავლობაში, საბაჟო შემოსავლებში რუსეთს თავისი წილი ჰქონდა, რომლის გარკვეული ნაწილი ხაჯიმბას დაფინანსებას ხმარდებოდა. ამასთან, დღეს აფხაზეთში შედის დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა, რომლითაც მიტოვებული სახლები უნდა გარემონტდეს. ეს ის სახლებია, რომელიც სამართლებრივად ქართველებს ეკუთვნით. მათ შორის არის საერთო საცხოვრებლები და ის სახლები, რომელთა სასტუმროებად გადაკეთებაა დაგეგმილი. საქმე იმაშია, რომ ამ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა როგორც უხუცეს აფხაზებში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, კერძოდ ის, რომ სახლბში რუსების ჩამოყვანა და მათი შესახლება იგეგმება. მხოლოდ ომის მონაწილე აფხაზებს ექნებათ იქ ცხოვრებისა საშუალება. აფხაზი მოსახლეობა უკვე ღიად უპირპისპირდება ხაჯიმბას, რომელიც რუსეთული პოლიტიკის გამტარებელია. პრობლემები ექმნებათ იმ აფხაზებს, რომლებიც ამ დრომდე ქართველების სახლებში იყვნენ შესული, მაგრამ არ იყვნენ რეგისტრირებული. შესაბამისად მათ გამოსახლება ემუქებათ. ეს ფაქტი ხაჯიმბას ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია.
როგორც ცნობილია, ბუთბას ცემაში ერთ-ერთი ბალდებული უკვე გაუშვეს, სავარაუდოდ დანარჩენებსაც გაათავისუფლებენ, რადგან აფხაზ სეპარატისტებთ ხელს არ აძლევს პოლიტიკური სკანდალის გამოაშკარავება.
გარდა ამისა, რუსების ჩასახლებაა დაგეგმილი გალის რაიონის სოფელ ჩეღალში, სადაც თავის დროზე რუსების ე.წ. გარადოკი იყო. იგივე ხდება ოჩამჩირეში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თავის დროზე დაქირავებულ ჩეჩნებს, რომლებიც კონტრაქტით იმყოფებოდნენ აფხაზეთში, ვეღარ უხდიან ფულს და შესაბამისად, შესთავაზეს ქართველების სახლები და მათ საკუთრებაში გადაეცემათ, რომლის ღირებულებაც სახელფასო ანაზღაურებაში იქნება გათვლილი.
ამერ სანიგბა
მასალის გამოყენების პირობები






