საქართველო რუსული ბაზრის პროდუქტია არაა, რომ გაყიდო, საქართველო იდეაა - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 22:40, 15 Nov, 2014     1015
15 ნოემბრის აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,ნიუპოსტთან“ ,,დემოკრატიული განივთარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა მუხრან ბურჭულაძემ აქციის მსვლელობისას.

,,დღეს ყველაზე მეტად ჩვენი ერთობა მახარებდა - ესაა ის რისი მოსპობაც ვერ შეძლო ამ ორ წელიწადში რამდენიმე გამყიდველმა, დევნამ ვერ დაგვაქუცმაცა, ვერ გატეხა ქართული სული. დღეს ერთადერთი ვინც მთავრობას გვიქებს, ესაა დამპყრობელი, აი ეს ძალა დგას ხელისუფლების უკან და ეს ძალა წყვეტს, როგორი იყოს ჩვენი ქვეყანა.

მინდა ამ საბრალოებს ვუთხრა, რომ საქართველო არაა პროდუქტი, რომელსაც რუსეთის ბაზარზე შეიტან და გაყიდი - საქართველო არის იდეა, რომლისაც უნდა გწამდეს.

ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება რუსეთის გვირაბი, ხიდი და თუნდაც გზა, რომელსაც მოაქვს სიკვდილი და რომელსაც არსაით მივყავართ.

რამდენიმე გამყიდველის სახით გვყავს მოძალადეები, რომლებსაც ჩვენს ოჯახებში შემოაქვთ ბოროტება და შუღლი, ისინი ფეხქვეშ თელავენ ყველაფერს წმინდას, მინდდოდა მათთვის მეთქვა, რომ დღეს ყველა ოჯახში იზრდება თითო ანწუხელიძე და ჩოლოყაშვილი რომლებიც ჩახედავენ თვალებში და მოთხოვენ პასუხს!

ამ ტრიბუნიდან სიძულვილის საპასუხოდ მრავალჯერ გვისვრია ყვავილები, რამდენიც არ უნდა გვდევნონ თუ გვაპატიმრონ, ჩვენ საპასუხოდ ისევ ყვავილებს ვესვრით და ეს სიყვარული მოგვიტანს გამარჯვებას!

ეს ორი წელი იყო მაგალითი თუ როგორ არ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, თუ როგორ არ უნდა გაყიდო ხალხი, როგორი არაა ევროპა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და დაასამაროს სახელმწიფო!

დღეს მტერი, გარდა იმისა, რომ პირდაპირ ითვისებს ჩვენს მიწებს უკვე შიგნიდან გვებრძვის და ჩქარობს ჩვენს გაქრობას, გვანადგურებს შიგნიდან და რამდენიმე გამყიდველის ხელით გვისპობს მომავალს. წინ გვაქვს აღთქმული მიწა, რომელსაც ვერ დავუთმობთ მტერს!

ჩვენი იარაღი სიყვარულია და ამ სიყვარულით გავიმარჯვებთ.

ქართველისთვის არასოდეს ყოფილა ბრძოლა სირცხვილი, სირცხვილი ფარხმლის დაყრაა.

სულ მალე განიკურნება კაცობრიობა ჭირისგან - ესაა ბოტოტების მთესველი იმპერია. საქართველო კი რიგითი ჯარისკაცია ამ გადამწყვეტ ბრძოლაში და ჩვენს ხელთაა რწმენა მამულისა და თავისუფლების!

ძირს რუსეთის იმპერია და მისი მონამორჩილი გამყიდველები. ძალადობა და ქვეყნის ღალატი უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს 30 ვერცხლიანი მოღალატეების თარეში.

ჩვენი არჩევანი თავისუგლებაა, ესაა გზა ჩვენი ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა, გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ერს!“, - განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42