ზაზა კორინთელი (მომღერალი) - „ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული 20-25 წელი აქ გავატარეთ, არ მინდა რომ ჩემი შვილის თაობამაც იგივე გააგრძელოს, მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვართ ყველანი ერთად ოსები და აფხაზები , მათ გარუსებას მნაქსიმალურად შევეწუინაარმდეგებით და ვიქნებით მათთან ერთად.“
ნიაზ დიასამიძე (მომღერალი) - „არა-ოკუპაციას და არა-ანექსიას, ეს ლოზუნგები არაა ეს არის ჩვენი რეალობა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის წლების განმავლობაში დაიღუპა ხალხი, ამას თავი შეწირეს და ნებისმიერ ადგილას სადაც თავისუფლება იქნება დასაცავი და გვერდში დასადგომი იქ ვარ მეც.“
ქეთათო (მომღერალი) - დღევანდელი აქცია არის დაფიქსირება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მწარე რეალობის რაც ხდება, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს და უნდა ვიყოთ ერთსულოვნები, პოლიტიკური დაპირისპირება, თამაში, კრიტიკა- ეს ცალკე თემაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები კონკრეტული ფასეულობების გარშემო უნდა გავერთიანდეთ.
მაია დარსმელიძე (მომღერალი) - ვაპროტესტებ ანექსიას, მინდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ბოლომდე ვუერთდები აქ გაჟღერებულ ყველა სიტყვას,მინდა რომ თავისუფალი იყოს ჩემი ქვეყანა რუსის ჩექმისგან,
ირაკლი ჩოლოყაშვილი (მსახიობი) - აქ საქართველოს ბედი წყდება და ბედნიერი ვარ რომ მაქვს საშუალება მივიღო მონაწილეობა, მე მინდა რომ ხაზი გავუსვა , რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია, რომელ პარტიასაც არ უნდა დავეპატიჟე აუცილებლად გვერდით დავუდგებოდი, იმიტომ რომ ეს არის საშვილიშვილო საქმე.
დიმიტრი ტატიშვილი (მსახიობი) - არ ვიცი რამდენი ათასი ადამიანია აქ მოსული... მე დღევანდელ დღეს შემმიძლია რომ ამ აქციას დავესწრო, თუ ხვალ, ზეგ, რამდენიმე თვის შემდეგ სხვა ქმედება იქნება ჩემგან საჭირო იმასაც გავაკეთებ, აბა სხვა რარა დაგვრჩენია?!
ნინია კაკაბაძე (კინომცოდნე)- ჩემი მიზეზი აქ მოსვლის არის ბუნებრივია ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს, რომლიც სრულიად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ მომწონს და გაუმართლებლად მიმაჩნია ის პოლიტიკა რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ.
დავით იმედაშვილი (რეჟისორი) - ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს ეს არის ის შემგუყებლობა რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობს დღეს, შემგუებლობა მტერთან, შემგუებლობა მარცხთან, შემგუებლობა იმასთან რომ ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს ჩვენი სახელმწიფო, მე მგონია, რომ ეს ასე არ არის და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის.
წყარო "რუსთავი ორი"
მასალის გამოყენების პირობები






