ვანო მერაბიშვილი: თქვენ ხართ ჯარისკაცები, რომლებიც ვალს იხდით შთამომავლობის წინაშე
პოლიტიკა - 18:43, 15 Nov, 2014     2368
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვლის მიმართვა დღეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს გააცნეს. როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა რუსეთის იმპერიალისტური განზრახვებისა და ქმედებების შეფასებაზე, საქართველო განზე აღმოჩნდა ამ პროცესებისგან.
"მინდა მოგესალმოთ საქართველოს ყველა პატრიოტს რომელიც მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თუ პოლიტიკური მოსაზრებებისა, დღეს აქ შეიკრიბეთ და გამოთქვამთ პროტესტს იმ ქმედებების გამო, რომელსაც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.
გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა რუსეთის იმპერიალისტური განზრახვებისა და ქმედებების შეფასებაზე და მთელი ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება მას, ჩვენი ქვეყანა განზე აღმოჩნდა ამ პროცესებისგან და საერთოდ ამოვარდნილი ვართ საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
საქართველო მართლაც ჰგავს კავკასიაზე მიჯაჭვულ ამირანს. როგორც კი იგი ძლიერდება, უახლოვდება ჯაჭვის გადაჭრას, მაშინვე ხდება რაღაც, რაც საქართველოს კვლავ უკან აბრუნებს და აშორებს თავისუფლებას. სამწუხაროდ სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი სუსტდება, საქართველო არ არის შინაგანად ერთიანი და საკმარისად ძლიერი, რათა საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვოს.
ასე იყო 1918-21 წლებში, როდესაც საქართველო არ იყო ერთიანი და იმპერიის დაშლის შანსი სათანადოდ ვერ გამოიყენა.
ასე იყო 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჩვენ შიდა დაპირისპირებით ვიყავით დაკავებული.
ასე იყო 1993 წელსაც, როდესაც სოხუმი დაეცა, ხოლო ჩვენ შიდა ომი გვქონდა. მაშინ ჩვენ სულ რაღაც 2 თვე მაინც, ერთიანები რომ ვყოფილიყავით, იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები მოსკოვში რუსეთის დუმას ბომბავდნენ ჩვენ აფხაზეთის გადარჩენას შევძლებდით.
დღესაც ასეა. დღეს, როდესაც მსოფლიო ყველაზე მეტად არის მობილიზებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამოქმედდა სანქციები, ხოლო რუსეთი მრავალ ფრონტზეა დაკავებული, სწორედ ახლა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციები უკავია.
თითოეული თქვენგანი, ვინც ამ წუთას ამ მოედანზე იმყოფებით, ხართ ჯარისკაცი, რომელიც თავის ვალს იხდის ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ პირადად მონაწილეობთ საქართველოს ისტორიის შექმნაში!", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42