,ჩემო ძვრფასებო, საყვარლებო, ძმებო და დებო, გუშინწინ ველაპარაკე კახა ბენდუქიძეს და ძალიან ნერვიულობდა, მოვიდოდა თუ არა ხალხი ამ მიტინგზე, ეხლა დაგვყურებს კახა სასუფევლიდან და მისი გული ხარობს, რომ ის არ შემცდარა, ჩვენ პატრიოტიზმი უხვად გვაქვს, ის ხარობს, რომ საქართველოს მომავალი აქვს. მოგმართვთ უკრიანის დედაქალაქიდან ჩემს გვერდით არიან უკრინის პატრიოტები და ჩემს გვერდით არის დათო ყიფიანის მეუღლე, რომელიც უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა. მე მინდა გითხრათ, იყო დრო, როცა ამ მოედანზე, რუსთაველზე ჩენთან ერთად, როცა მეტრი მოადგა საქართველოს, იდგა უამრავი ქვეყნის ლიდერი, აქ იყო გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის დღევანდელი ვიცეპრეზიდენტი, ბალტიის ქვეყენების ლიდიერები და იქ იდგა ასევე უკრაინის პრეზიდენტი, როცა უკრიანიას გაუჭირდა, აქ მოქმედი საქართველოს მთავრობის ლიდერები არ ჩამოსულან, მაგრამ დათო ყიფიანი დადგა და ჩვენი ბიჭები დადგნენ და იცავენ უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას, იბძვიან არა მხოლოდ უკარინის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მიდან, ყველამ ქედი მოვიხაროთ ამ ბიჭების წინაშე, ჩემო ძვირფასებო არასოდეს ყოფილა არჩევანი ასე ცხადი - ჩვენს წინაშეა ურთიერთდაპირისპრებული მოდელი - ერთი, რომლისაც გჯერათ თქვენ და მეორე, რომელიც უნდა ივანიშვილის, არის ერთის მხრივ ღირსეული და მეორე მხრივ მიჯირყვნილი საქართელო; ერთი ხმრივ არის საქართველო, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის და მეორე, რომელიც ბაბაიას უძახის დათვს და მიყჰვება მორჩილად ბუნაგში, ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც საუბრობს თავისუფალებზე და მეორე მხრივ, მათ უნდათ საქართველო, რომელსაც არ სჯერა რუსეთის აგრესიული ზრახვების, ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიდის ევროპის გზით, რომელსაც მივყავართ თავისუფლებისკენ როგორც ეს სწამდა სულხან-საბას, დავით აღაშენებელს, ილია ჭვაჭავაძეს და მეორე მხრივ არის საქართველო, რომელიც ნაბიჯებს კარასინს, კრემლის შიკრიკს უთანხმებს, ჩვენ უკვე ვნახეთ განსხვავება ამ ორ მოდელს შორის - ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიისწარფვის თავისფულებისკენ და მეროე არის, რომელიც იძახის, რომ აფხაზი ერი 25 წელი ისწრაფვოდა თვითგამორკვევისკენ, ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც არ შეურიგდება ჩვენი უკრაინელი ძმების ჩაგვრას და მეორე მხრივ არის ის საქართველო, რომლის მთავრობას ერთი სიტყვა არ ამოუღია უკრაინელი ხალხის დასაცავად, ივანიშვილის ოცნებაში არის საქართელო, რომელიც არის ერთი პროვინციელის ოცნებაზე მორგებული საქართელო, რომელიც არაფრად მიჩნევს ქაქუცას, იალიას, დავით აღმაშენბელის იდეაზე დაფუძნებულ საქართელოს, ის საქართველო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ტერიტორიულად პატარაა, მაგარმა არის მისაბაძი და ანგარიშგასაწევი მტრებისთვის. ჩვენ ყველაგან ვივლით დღესაც, რომ ყველა სახელმწიფოს ყურამდე მივიტნოთ ჩვენი გასაჭირი და ახალი მოკავშრეები გავიჩნოთ, ისე, როგორც დავით აღმაშენებელმა ჯვაროსნების დახმარებით მოიგო დიდგორი, ივანიშვილის საქართველოს თუ მტერი დაიპყრონს, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე. ჩვენი საქართელო ხმაურობს ისე, როგორც ხმაურობს დღეს რუთაველის გამრიზი.
ივანიშვილის საქარვთელო მარტოა, ჩვენს საქართელოს მეგობართა დიდი არმია ჰყავს, ივანიშვილის საქართველო არის გაბანძებული, ჩვენი კი არის ის, რაც ყოველთვის იყო - ამაყი ღირსეული და განსაკუთბული ქვეყანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






