„დღეს საზოგადოებამ გაიღვიძა“ - განუცხადა ნიკა მელიამ „ნიუპოსტის“ კორესპონდენტს რუსთაველზე აქციის „არა ანექსიას“ მიმდინარეობისას.
„ხელისუფლება ამბობს, რომ ცდილობს დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ გამოიხატება არაფერში, ეს არის უაზრო მცდელობა, არცერთი ნაბიჯით რუსეთი უკან არ იხევს და ის კვლავ აგრძელებს აგრესიას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას. რუსეთის ნაბიჯებს ჩვენი ხელისუფლება არც კი აპროტესტებს, შევარდნაძის მთავრობაც კი დგამდა ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ და აპროტესტებდა რუსეთის აგრესიას.
საზოგადოებას აქვს ძალა, რომ დაანახოს ხელისუფლებას საკუთარი სურვილი, ასევე ჩვენ გვინდა დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ხალხი არ ფიქრობს იგივეს, რასაც ხელისუფლება, ხელისუფლების პოლიტიკა არის დამღუპველი.
დღეს გამოვიდა ათი ათასობით ქართველი, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს და უწოდეს „15 ლარად გაყიდულები“, მათ აშინებდნენ და აბრკოლებდნენ მაგრამ მაინც მოვიდნენ აქ.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






