„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონებში თვითმმართველობების მიერ „შაბათობები“ და სპორტულ ღონისძიებები იმის გამო დაიგეგმა, რომ რუსთაველზე დაგეგმილი აქციაზე ხალხმა მისვლა ვერ მოახერხოს.
„მე მგონი არავის არ სმენია, რომ გარდაბანში როდისმე მარათონი ჩატარებულიყო ან თიანეთში რალი, გადაკეტეს ორი ცენტრალური გზა, რომლითაც შესაძლებელია ჩამოსვლა, ამისატვის ხალხს ჭირდება შემოვლითი გზის გამოყენება და ამიტომ აგვიანდებათ აქციაზე მოსვლა. გარდა ამისა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული „შაბათობა“. ფაქტიურად ყველა სამინისტროში 4 საათზე დაგეგმილია სრულმასშტაბიანი თათბირი. ცხადია ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, მაგრამ ასევე ცხადია რომ ამით ხალხს ვერ გააჩერებენ.“- განაცხადა ჯაფარიძემ „ნიუპოსტის“ კორესპონდენტთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






