თუ ენმ აქციებს გააგრძელებს "სახალხო დარბაზი" მათ საწინააღმდეგო ქმედებებს გეგმავს
პოლიტიკა - 15:22, 15 Nov, 2014     585

"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სადაც ენმ-ს საწინააღმდეგო მიტინგს მართავდა, ოფისში გადაინაცვლა.

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოდერძი ოთარაშვილმა განაცხადა, თუ ნაციონალური მოძრაობა "რუსთაველზე კარვებს გაშლის და აქციებს გააგრძელებს, ისინი ოფისს დატოვებენ და პარტიას დესტრუქციული ქმედებების უფლებას არ მისცემს".

სახალხო დარბაზის თქმით ისინი რჩებიან ოფისში, თუმცა მათი წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მობილიზებულები და თუ შეატყობენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს პროვოკაციებს, ისინი „ნაციონალებს გადაუვლიან" და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შესაძლებლობას არ მისცემენ.

"დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოსმოსახლეობის უმეტესობა არ აღიარებს ნაციონალურ მოძრაობას. დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და ყურადღებით ველოდებით მოვლენების განვითარებას, არ ვიშლებით. ყველა წერტილში ჩვენი ხალხია გაშვებული და მოვლენებს ვაკვირდებით" - ამბობს გოდერძი ოთარაშვილი.

„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრები და მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კონტრაქციის ფარგლებში, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, თუმცა პოლიციამ საშუალება არ მისცა, რომ გზა რუსთაველის გამზირისკენ გაეგრძელებინათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42