„უკრაინიდან მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსული არიან შს და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უკრაინაში სეპარატისტებთან ერთად იბრძოდნენ და მთლიანად მართულები იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ. ისინი უკვე საქართველოში არიან და ზოგიერთ მათგანს აქვს უკრაინული პასპორტი.
მათი მიზანია ქაოსის გამოწვევა და კიევის „მაიდანის" მსგავსი ღონისძიებების განხორციელება. ინფორმაცია ისეთმა ადამიანმა მომაწოდა, რომელიც უშუალოდ ესაუბრა იმ პირებს, რომლებიც ჩამოვიდნენ. ამ განცხადებას პრევენციისთვის ვაკეთებ და შს სამინისტროს მივმართავ - დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით და მიიღონ შესაბამისი ზომები. მე ვიცი, რომ ისინი ჩამოსულები არიან, მაგრამ როდის დაიწყებენ ისინი თავიანთი მიზნების განხორციელებას, ეს ჩემთვის უცნობია", - განაცხადა გია სალუქვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






