რუსთაველზე დაგეგმილ აქციის მოსამზადებელ სამუშაოებზ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებიან, აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი:
„აქცია არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, ჩვენ მოვდივართ ჩვენ ოჯახებთან და შვილებთან ერთად, იმიტომ რომ ჩევენი შვილების და შვილიშვილების მომავალს ვიცავთ.“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა
ჭიაბერაშვილის თქმით აქცია იქნება მკაფიო გზავნილი როგორც რუსეთის ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„ეს იქნება გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართაც, რომელიც განვლილი ორი წლის განმავლობაში აბსოლუტურად არასწორ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ამით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს გააკეთოს ის რაც დიდი ხნის ჩაფიქრებული აქვს, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ამის მიმართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება მართალია სულ ორ საათიანი, მაგრამ ძალიან დიდი და სერიოზული აქცია, რათა ყველამ დაინახოს რომ ქართველებს გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






