„თავისუფალი დემოკრატები“ იქნება გამოკვეთილი ძალა, რომელსაც არაფერი არ ექნება საერთო არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არც „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა იმედის ეთერში.
ირაკლი ალასანიას თქმით, ის ეძებს პარტნიორებს და არა მტრებს:
„გამორიცხულია ჩვენ ჩავებათ ტალახის სროლაში, პოლიტიკოსი უნდა იყოს პოლიტიკოსი, მან უნდა გააჩინოს მომავლის ნდობა. უნდა იყოს კომპეტენტური და თემატური. მე არ ვეძებ მტრებს სხვებში, მე ვეძებ პარტნიორს ჩემს საზოგადოებაში“, - განაცხადა ალასანიამ.
„ჩვენ არ გვაქვს გეგმები, რომ პოლიტიკურ ალიანსში შევიდეთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან. ორი წლის შემდეგ კი დავინახავთ რას აქვს ყველაზე დიდი შანსი. „თავისუფალი დემოკარტები“ და ის საქმიანობა, რაც ჩვენ გავწიეთ, ყოველთვის იყო გამორჩეული, „თავისუფალი დემოკრატები“ არის სუფთა ძალა, არასდროს, გარდა იმისა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლი ვიყავი, სხვა ინფორმაცია საზოგადოებაში არ ყოფილა. სწორედ ამიტომ დაიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ მე ეს არ მაშფოთებს. საზოგადოებამ რეალობა ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






