ჩემთვის საინტერესოა რამდენად ძლიერ პარტიად ჩამოყალიბდებიან "თავისუფალი დემოკრატები"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:40, 14 Nov, 2014     1874

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადას, რომ ის შეხვდა არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, არამედ პარტიის ლიდერს.

"არ მგონია, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს შევხვდი, რა თქმა უნდა, ალასანია არის ყოფილი მინისტრი, მაგრამ შევხვდი პარტიის ლიდერს. ის დეტალები, თუ როგორ მიდის გამოძიება, ამაზე არც მინდოდა, რომ გვესაუბრა და არც მისაუბრია. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემთან განხილვის თემა და საკითხი. ალასანიამ თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მერე მესაუბრა თავისი პარტიის მშენებლობის საკითხზე. იმ თემაზე, რაც ნამდვილად მაინტერესებს. როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა დეტალებია, ეს თემები არ არის ჩემთან განსახილველი, არა იმიტომ, რომ არ ვგულშემატკივრობ ვინმეს, ჩემთვის საინტერესოა რამდენად ძლიერ, ეფექტურ პარტიად ჩამოყალიბდებიან "თავისუფალი დემოკრატები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციის "მნიშვნელოვანი და ძლიერი შემადგენელი ძალა იყო".

"არ მინდა კომენტარი გავაკეთო კოალიციასთან დაკავშირებით. მაგრამ პოზიტიურ კომენტარს გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართული ოცნების" მნიშვნელოვანი და ძლიერი შემადგენელი ძალა იყო. ესენი იყვნენ ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით, რომ შეცვლილიყო სააკაშვილის რეჟიმი. რამდენად ეს კარგია ქართული დემოკრატიისთვის, რამდენად ჩამოყალიბდებიან ძლიერ ძალად, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ მე მათ წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42