სოფელ მთისპირის ამბულატორიისაა და საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. გარემონტებული ამბულატორია შესამაისი სამედიცინო აღჭურვილობით მოეწყო. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია კი ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს. რემონტდება, როგორც შიდა , ასევე გარე ფასადი.
რაც შეეხება სოფელ ასკანას , აქ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ასკანელებს შეეძლებათ , რომ გაფილტრული, სისტემის სასმელი წყალი მიიღონ. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პრიოექტი რეგიონულმა ფონდმა დააფინანსა და მილიონ ორასიათასი ლარიდაჯდა.
დღესვე, გურიის გუბერნატორმა , გიორგი ჩხაიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად სოფელ ნატანებში გზის აღდგენითი სამუშაოები მოინახულა. ერთკილომეტრიანი ბეტონის გზა ადგილობრივებს ციტრუსის რეალიზაციისა და გატანის საკითხს გაუადვილებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
,, ვცდილობთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები ეტაპობრივად დავაკმაყოფილოდ. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც სოფელ მთისპირისა და ასკანის მოსახლეობას აწუხებდა- წყალია. პრობლემა რეგიონული ფონდის დახმარებით გადაიჭრა. ადგილობრივებს წყალი უკვე წლის ბოლოს სახლებში შეყვანილი ექნებათ. რაც შეეხება სოფელ ნატანებს , აქ ბეტონის გზას ვაგებთ, რომ მოსახლეობამ ციტრუსი ადვილად გაიტანოს,, . - გვითხრა გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ.




მასალის გამოყენების პირობები






