პრემიერი სამართალდამცავებს ხვალინდელ აქციაზე წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:25, 14 Nov, 2014     1351

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს. ღარიბაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს წესრიგის დაცვისა და უკანონობის არსებობის შემთხვევაში მისი აღკვეთისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ეს პროცესი შეუქცევადია. ყველასათვის ნათელია, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება შეგვხვდეს, რომელიც ღირსეულად უნდა გადავლახოთ. ჩვენი ხელისუფლება კარგად ხედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ერთიანობას ემუქრება. ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და აფხაზებს სთავაზობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც არა მარტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, არამედ აფხაზებს, როგორც ერს, გაქრობით დაემუქრება. მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ უკვე ავამოქმედეთ საერთაშორისო ბერკეტები, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ძალას არ დაიშურებენ და წინ აღუდგებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფის მცდელობას. დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი აფხაზი ძმები შეეგუებიან ამას, კეთილგონიერებას გამოიჩენენ და საქართველოს დაუკავშირებენ თავიანთ მომავალს. არა მგონია, დღეს არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, როგორ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა. რადიკალიზმი დღეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობიანი, კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა, ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გაუაზრებელმა მოქმედებამ და რადიკალიზმმა საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის - ჩვენ ემოციური გადაწყვეტილებების უფლება არა გვაქვს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა, და ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს. და ამას ის ხალხი ცდილობს, რომლის პოლიტიკამაც ხელი შეუწყო ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპირებას, დაიღუპა ასეულობით ადამიანი, დაიკარგა კოდორი და ახალგორი, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, დევნილად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მათი გამოხატვის თავისუფლებას. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს. იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია,"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42