ბიბლიიდან მოტანილ ფრაზას, გამგები გაიგებს... - ხუხაშვილი მარგველაშვილის მესიჯებზე
პოლიტიკა - 16:56, 14 Nov, 2014     2924

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას კანონმდებლების წინაშე, ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მიმართვის დროს მთავარი აქცენტები დააყენა და მიიტანა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანომდე:

„პრეზიდენტმა მთავარი აქცენტები დააყენა, რა პრობლემებიც დღეს ქვეყანაში არსებობს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსთან დაკავშირებით პრობლემა არ არის და სპეკულაცია ამ თემაზე არ იყო საგნობრივი. ევროპა არ გახლავთ ჩვენი გეოგრაფიული არჩევანი, ეს არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა, რომლის დამკვიდრების საფუძველზეც უნდა შევუერთდეთ ამ სამყაროს. ეს არის ინსტიტუციურ მართვაზე გადასვლა, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, პოლიტიკური კონკურენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა. შესაბამისი რეფორმებია ჩასატარებელი და პრეზიდენტმა სწორედ ამაზე ისაუბრა, აბსოლუტურად სწორი აქცენტები დააყენა ამ თემებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პრეზიდენტის ფრაზას, „ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება“, გამგები გაიგებს, ძალიან მარტივი გასაგებია, ეს იყო ინსტიტუციურ მართვასთან დაკავშირებით. ბიბლიიდან მოტანილი ფრაზა, ინსტიტუციურ მართვაზე უნდა გადავიდეთ, სახელმწიფო უნდა იმართებოდეს არა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ან პიროვნებიდან გამომდინარე, არამედ ინსტიტუტების პატივის ცემის, მათი კანონთან შესაბამისობაში მოტანის საფუძველზე. ეს იგულისხმა პრეზიდენტმა. ის ინსინუაციები, რომ კონკრეტული პერსონები ჰყავდა მხედველობაში, ასე ნამდვილად არ არის. ეს ეხებოდა ყველას მეტნაკლებად. ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია პიროვნებაზე ორიენტირებულ მართვას და ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ინსტიტუციონალურ მართვაზე.

მე ვფიქრობ, მან სწორად მიიტანა და სწორად წარმოადგინა ის ამოცანები, რაც ქართულ სახელმწიფოს გასავლელი აქვს იმისათვის, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა ნორმალურად დავფაროთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42