საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას აფასებს, მისი თქმით პრეზიდენტის გამოსვლა იყო საინტერესო, მაგრამ ძალიან კრიტიკული და მოთხოვნის საფუძველთან აცენილი. ქუცნაშვილის განცხადებით მოთხოვნის საფუძველი ევროატლანტიკური კურსის საკითხი იყო.
"ეს იყო, რაც დაედო მის მოთხოვნას საფუძვლად, რომ ქვეყანა არის ევროატლანტიკური კურსის ცვლილების საფრთხის ქვეშ და ამიტომაც ითხოვდა მომართვას. აი, ამასთან იყო აცდენილი. არაფერ კავშირში არ იყო რეორგანიზაციის საფუძველზე კადრების შემცირება ევროატლანტიკურ კურსთან, ან კანონების ამოქმედების გადავადების საკითხი ევროატლანტიკურ კურსთან, ეგრე ყველაფრის მიბმა შეიძლება ევროატლანტიკურ კურსთან. პრეზიდენტმა მოითხოვა სხვა საფუძვლით გამოსვლა და მივიღეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე პრეზიდენტის შეხედულების მოსმენა, რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს და ამ უფლების რეალიზაციას ახდენს ყოველწლიური მიმართვის დროს თებერვლის თვეში" - ამბობს ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






