საქართველოში C ჰეპატიტი როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 15:31, 14 Nov, 2014     1061

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები მთავრობის მეთაურს გააცნო.

სერგეენკოს განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა–C. ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. აშშ–ში ჯანდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტის დროს შეთანხმდა ახალი მედიკამენტის უმოკლეს ვადაში რეგისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის პრეპარატთან წვდომის საკითხები.

„საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება C ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და პირადად ბატონი დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის 1000 პატიმარს. ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც 2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42