საგარეო კურსის ეფექტურ აღსრულებას ბევრი მიმართულებით უკეთესი შრომა სჭირდება- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 14:54, 14 Nov, 2014     1280
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტს მიმართა და პრეზიდენტის მოხსენებაში დასმულ აქცენტებსა და მოსაზრებებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები სასიამოვნო არავისთვის არ იყო:
"არავისთვის არ იყო სასიამოვნო ის, რაც მოხდა, და არავის წარმოგვედგინა, რომ უცებ, საგარეო პოლიტიკური მიმართულების წამყვანი პირების გარეშე დარჩებოდა მთავრობა. მე ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი და თეორიულად არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენი კოლეგების – "თავისუფალი დემოკრატების" გარეშე ვიქნებოდით ამ პარლამენტში უმრავლესობაში. დიახ, ეს იყო მოულოდნელობა და იმ მასშტაბის მოულოდნელობა, რომლის თავიდან აცილებისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ამ მოულოდნელობებთან ერთად ჩვენ ქვეყნის მართვა გვავალია და იმ გეზით და იმ სწორი კუთხით წარმართვა, რომელზეც შეჯერებული ვართ, რის გამოც აგვირჩია საქართველოს მოსახლეობამ, რის საფუძველზეც დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობა – იმ გადაწყვეტილებებს, რაც მივიღეთ, სჭირდება შესრულება. როგორც ჩანს, ბატონი პრეზიდენტის გადმოსახედიდანაც საგარეო პოლიტიკური კურსის საფრთხის ქვეშ ყოფნის თემა არ არის ძირითადი თემა, რომელზეც მან პოზიცია გამოხატა. ამ ნაწილში მე მგონი ყველა ერთიანი ვართ პარლამენტიც, პრეზიდენტიც და მთავრობაც - საგარეო პოლიტიკური კურსი, ისე როგორც განსაზღვრულია ჩვენი საარჩევნო დოკუმენტებით, საარჩევნო პროგრამით, რჩება უცვლელი, მაგრამ ამ კურსის ეფექტურ აღსრულებას სჭირდება ძალიან ბევრი მიმართულებით უკეთესი შრომა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42