ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციას სახალხო დამცველის მობილური ჯგუფები დააკვირდება
პოლიტიკა - 14:51, 14 Nov, 2014     1298

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 15 ნოემბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას მონიტორინგს გაუწევს.

ომბუცმენის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციას სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი ხუთი მობილური ჯგუფი დააკვირდება, სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება. თვითმხილველთა მხრიდან დარღვევების დასაფიქსირებლად კი იმოქმედებს ცხელი ხაზიც.

"შაბათს, 15 ნოემბერს პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა შელახვის ობიექტი, ან აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814/15.

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ არ ჩაერიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაში, არამედ, ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განხორციელებას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას", - ნათქვიამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42