დავით უსუფაშვილის შეფასებით გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა არ შეიცავდა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მოხსენებას, როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტმა დეპუტატებს მოსაზრებების ფართო სპექტრი წარუდგინა.
უსუფაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა ქვეყნის პირველი პირის შეფასებები, ის, როგორც საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პირის მოსაზრებები, მნიშვნელოვანია.
"პარლამენტთან ერთად პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების არჩეულია და მისი მოსაზრებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, არ ეთანხმება, ბოლომდე არ იზიარებს, არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, ყურადღებით მოვისმინოთ ეს ყველაფერი. დღეს ბატონმა პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, წარმოადგინა მოსაზრებების ფართო სპექტრი და ეს, ცხადია, არ იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა - თავდაპირველად თითქოს მისი გამოსვლა ამ თემებს ეძღვნებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა განგვიმარტა, რომ კონკრეტულად ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებში მან თავისი გადმოსახედიდან ფართო პრობლემები თუ ფართო თემები დაინახა, რომელსაც შეხმიანება სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






