ტოიოტამ ბაზარზე EURO4 სტანდარტის დიზელის ავტომობილები შემოიყვანა
პოლიტიკა - 12:16, 14 Nov, 2014     1109

მსოფლიო ბრენდის ახალი მოდელები, რომლებშიც სრულად არის დაცული გამონაბოლქვის ევრო სტანდარტები, ევროკავშირის ქვეყნებში უკვე წარმატებით იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიერიდან კი ეს ავტომობილები ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი.

„როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ეკოლოგიაზე ზრუნვა დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტოიოტა მომხმარებელს ეკოლოგიურად მისაღები EURO4 სტანდარტის ავტომობილებს სთავაზობს. ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მკვეთრად აქვს აღებული დასავლური კურსი, ყველა ამ დეტალის გათვალისწინება და დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია“- აცხადებენ კომპანიაში.

ახალი თაობის Corolla-მ და RAV4-მა, რომელიც ტოიოტამ საზოგადოებას 2013 წელს წარუდგინა, ბაზრის შესაბამის სეგმენტში ლიდერობა მალევე მოიპოვეს. დაკავებული პოზიციები კიდევ უფრო გაამყარეს 2014 წლის ავტომობილებმა - Rav4 2wd-მა და Corolla-მ რომლებიც ახალი კომპლექტაციებით და უკეთესი მახასიათებლებით გამოირჩევა.

ტოიოტას ახალი მოდელები - Corolla და RAV4 დიზელის საწვავს მოიხმარენ, რაც ბენზინთან შედარებით ძალიან ეკონომიურია. „მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ისედაც ეკონომიურია, საწვავის დანახარჯი დიზელის ძრავის შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბენზინისძრავიან ავტომობილებში“ -აცხადებენ კომპანიაში.

მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ტოიოტას ახალ, დიზელის მოდელებზე აჩქარება და მაბრუნებელი მომენტი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ვიდრე ბენზინზე მომუშავე შესაბამისი მოცულობის ძრავის მქონე მოდელებზე. დიზელის ძრავი, ბენზინის ძრავებისგან განსხვავებით უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას და მატებს მართვის დინამიურობას. RAV4-ის დიზელის ძრავა იმდენად მძლავრია, რომ თითქმის უტოლდება PRADO-ს. ასევე ამ მოდელებს ბენზინზე მომუშავე 2.0ლ მოდელებზე უკეთესი აჩქარება გააჩნია.

დიზელის ძრავაზე მომუშავე RAV4 საქართველოში შეზღუდული რაოდენობით შემოვიდა და მომხმარებელს მისი შეძენა 2015 წლის მე-4 კვარტლამდე შეეძლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42